ჩვენ შესახებ

პლატფორმა შეიქმნა „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მიერ, ფონდი ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.

პლატფორმა მიზნად ისახავს თავი მოუყაროს ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ შექმნილ ყველა ტიპის რესურსს.

გარდა ფონდისა, პლატფორმაზე წვდომა აქვთ პარტნიორ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც საშუალება აქვთ გამოაქვეყნონ რელევანტური ინფორმაცია.

პლატფორმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებაზე და აერთიანებს თემის ექსპერტებისა და ფონდის პარტნიორების მიერ ადგილობრივ დონეზე მუშაობისას მიღებულ გამოცდილებას. 

 

   

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს საქართველოში ქალთა გაძლიერების, ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების გზით.

ფონდი გრანტებს მრავალი მიმართულებით გასცემს. მათ შორისაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. ფონდმა ჩამოაყალიბა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ადვოკატების ჯგუფი, რომელმაც არაერთ საკითხზე იმუშავა, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, შეიმუშავა ორგანიზაციის ამ მიმართულებით საქმიანობის გრძელვადიანი სტრატეგია და შექმნა გაიდლაინი, სადაც განმარტებულია ყველა მნიშვნელოვანი სიტყვა და ტერმინი.

ქალთა ფონდის დაფინანსებითვე შეიქმნა პირველი ქართყლი ვებ-პორტალი სექსუალური განათლების შესახებ. 

2019 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში ჩამოაყალიბა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ადვოკატებთა ჯგუფი იმ ადამიანებისგან, რომელთაც ამ თემაზე სხვადასხვა კუთხით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. 

აღნიშნულმა ჯგუფმა არაერთ საკითხზე იმუშავა, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, შეიმუშავა ფონდის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა დ აუფლებების კუთხით საქმიანობის გრძელვადიანი სტრატეგია და შექმნა გაიდლაინი, სადაც განმარტებულია ყველა მნიშვნელოვანი სიტყვა და ტერმინი.

SRHR არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველომ 3 რეკომენდაცია მიიღო. სახელმწიფო დაეთანხმა რუანდას რეკომენდაციის მიღებას, რომელიც გულისხმობს ქალებისათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. თუმცა, სახელმწიფოს ჯერ არ მიუცია თანხმობა დანიისა და ბრაზილიის მიერ მიცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებაზე. რეკომენდაციით საქართველოს მოუწოდებდნენ, მიიღოს ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, მათ შორის აბორტისა და კონტრაცეპტივების სერვისების ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა ყველა ქალისა და გოგონასათვის, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისათვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აივ/შიდსით ინფიცირებული ქალების უფლებების დაცვას.